Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის სპორტული ააიპის ხელმძღვანელად მოკრივე დაინიშნა

თარიღი : 28-12-2017, 16:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას ახალი მმართველი ჰყავს. ააიპის ხელმძღვანელის პოსტზე ნინო უჩაძე კობა ფხაკაძემ ჩაანაცვლა. კობა ფხაკაძე მოკრივე, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი, ასევე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.

სპორტულ ააიპში რჩება ძველი მმართველი, რომელიც საქმიანობას ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს.

ააიპში ცვლილება რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა. კობა ფხაკაძე დღეს ააიპის სპორტსკოლების დირექტორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რეორგანიზაციის ფარგლებში, მიმდინარე კვირის ბოლომდე მმართველის შეცვლა იგეგმება მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში.

ცნობისთვის, რეორგანიზაციის ფარგლებში, ქუთაისის მერიაში კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გაუქმდა. სამსახურის ფუნქციები სპორტულ და კულტურულ ააიპებს გადაეცემათ.


ნანახია: 2491-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპორტული ააიპის დაქვემდებარებაში რეორგანიზაციამდე 13 ფილიალი იყო.
ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი ირაკლი კიკვაძე გაერთიანების მმართველს კობა ფხაკაძესა და
ქუთაისის მერიის სპორტულ და კულტურულ დაწესებულებათა გაერთინებებების ახალი ხელმძღვანელები კობა ფხაკაძე და რეზო თედორაძე უახლოეს
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი პირველ მარტს დასრულდება.
ამსახურის ფუნქციები შესაბამის ააიპებს გადაეცა.

ამინდი