Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცხოველი, რომელსაც ყურზე ნიშანი არ ექნება, სასაკლაოზე არ დაიკვლება

თარიღი : 26-12-2017, 18:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვი იყოს იდენტიფიცირებული და ჰქონდეს საყურე ნიშანი. საყურე ნიშანზე დატანილია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც რეგისტრირებულია ერთიან მონაცემთა ბაზაში და მოიცავს სრულ ინფორმაციას პირუტყვის შესახებ. აღნიშნული სისტემის დანერგვა ხორციელდება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად და ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას, “ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპის სრული ჯაჭვის უზრუნველყოფას, უვნებლობის სტანდარტების დანერგვას, მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, ფერმერთა ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიას 2017 წლის ივლისიდან ატარებს. ვეტერინარებს, სასაკლაოს წარმომადგენლებს, ფერმერებს და ხორცის დისტრიბუტორებს საკანონმდებლო სიახლის შესახებ ეცნობათ და გადაეცათ შესაბამისი საინფორმაციო მასალები. სასაკლაოს ვეტერინარებს ჩაუტარდათ შესაბამისი სწავლება. საინფორმაციო კამპანია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება. დღევანდელი მონაცემებით, 3 მილიონამდე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია იდენტიფიცირებული.


ნანახია: 1598-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვეტერინარები, სასაკლაოს მფლობელები და ფერმერები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ეცნობიან ინფორმაციას ცხოველთა რეგისტრაციის
2019 წლის პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელ საწარმოებს ეკრძალებათ შეიძინონ რძე იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები სურსათის
კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს,
2016 წლის იანვრიდან დღემდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა გეგმური ინსპექტირება საქართველოს 28 აგრარულ ბაზარში, არაგეგმურად
სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს.
მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ეტიკეტირების წესს. დადგენილება განსაზღვრავს საქონლის ხორცის

ამინდი