Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ხალხის სამსახურში 24-საათიან რეჟიმში ვიქნები არა მარტო მე, როგორც თერჯოლის მერი, არამედ მერიის ყველა თანამშრომელი"

თარიღი : 26-12-2017, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე კახაბერ კუპატაძესა და მოადგილე მერაბ სირაძესთან ერთად გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები და სხვა თანამშრომლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისაგან თითოეული სოფლის პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. პრიორიტეტული საკითხებად რჩება შიდა საუბნო გზების, ბოგირებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.

თათბირზე ასევე მერიის სამსახურებისაგან და ა(ა)იპების ხელმძღვანელებისაგან მოისმინეს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და მუნიციპალიტეტის პირველი პირისაგან მიიღეს დავალებები ყველა იმ პრობლემური საკითხის შესწავლისა და მოგვარების შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.

„მომავალი წლის პირველი თვიდანვე ეტაპობრივად ყველა სოფელში შევალ და შევხვდები მოსახლეობას მერიის სამსახურების უფროსებთან ერთად, რათა ადგილზე შევისწავლოთ ყველა პრობლემა, რაც აწუხებს სოფლის მაცხოვრებლებს და იქვე, ხალხთან ერთად დავსახოთ პრობლემის მოგვარების გზები. გულთან უნდა მივიტანოთ თითოეული ოჯახის გასაჭირი. მე არ ვუღალატებ იმ პრინციპს, რა პრინციპითაც დავიწყე მერის უფლებამოსილების შესრულება. ჩემი დევიზია-„ხალხთან ახლოს, ხალხის სამსახურში“. ხალხის სამსახურში კი 24 საათიან რეჟიმში ვიქნები არა მარტო მე, თერჯოლის მერი, არამედ მერიის ყველა თანამშრომელი. ჩვენს მიერ შესრულებული ყველა სამუშაო უნდა იყოს მიმართული მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისაკენ,“-აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.

NS


ნანახია: 990-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ეტაპობრივად ყველა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ სამსახურების, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციული ერთეულების
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
იმერეთში მცხოვრები 59 932 ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ამინდი