Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მერია ახალი წლის აღნიშვნას 29 დეკემბრიდან იწყებს

თარიღი : 25-12-2017, 10:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაანონსებულმა 29 დეკემბრის წინასაახალწლო კონცერტმა საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია,- ამის შესახებ განცხადებას ვანის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, 29 დეკემბრის საახალწლო კონცერტი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ღონისძიებაა, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლოდ ჩატარდება.

"აღნიშნული ღონისძიების შესახებ მედიას უფრო ვრცლად მხოლოდ იმიტომ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი კონცერტი, რომელიც ჩატარდება ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში.

აქვე გთავაზობთ წინასაახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალს:

26 დეკემბერი 14:00 სთ. - გურამ ბზვანელის ვანის სამუსიკო სკოლაში ჩატარდება წინასაახალწლო კონცერტი სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.
27 დეკემბერი 14:00 სთ. - შუამთის სამუსიკო სკოლაში გაიმართება ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ალილო“.
29 დეკემბერი 16:00 სთ. - ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით.
31 დეკემბრის ღამეს კი ქ.ვანის ცენტრში მთავარ ნაძვის ხესთან მოეწყობა საახალწლო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით," - ნათქვამია ვანის მერიის განცხადებაში.


ნანახია: 2075-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გთავაზობთ იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას:
გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას.
მომღერლის კონცერტი 23 მაისს, ვანის ლ. გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში, 16:00 საათზე გაიმართება.
გთავაზობთ აღნიშნულ პროგრამას:
ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიების პროგრამას:
'ეტალონი'-ს ფინალური ტური ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ჩატარადა.

ამინდი