ქუთაისის მერთან ერთად თანამდებობას მის გუნდსაც ატოვებინებენ
თარიღი : 23-08-2013, 09:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქალაქის მერის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა და მის მიერ შვებულებაში მეორედ გასვლა დეპუტატების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები თვლიან, რომ ქუთაისის მერთან ერთად პასუხისმგებლობა მისმა გუნდმაც უნდა აიღოს. დეპუტატმა გია უკლებამ საკრებულოს წევრებს ქალაქის მერის მიერ ქუთაისის დასუფთავების პროცესში ჩართვა შეახსენა და განაცხადა, რომ დიმიტრი კოპალიანს ქუთაისის ნაცვლად ტყიბულის ტერიტორია დაასუფთავებინეს. „კაცს წყალტუბოსა და ტყიბულის ტერიტორია რომ დაასუფთავებინეთ, უნდა გეთქვათ, რომ ის ქუთაისის ტერიტორია არ იყო. მერთან ერთად თანამდებობა მისმა გუნდმაც უნდა დატოვოს და ჯოხი მხოლოდ ერთ ადაიანზე არ უნდა გადატყდეს,“ - ამბობს უკლება.