Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონში ‘რეიდები’ დაიწყო

თარიღი : 23-12-2017, 12:40 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო კონტროლი განხორციელდება. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ე.წ. რეიდების მიზანს დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს.

„საპოლიციო კონტროლი რიგ შემთხვევაში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას. ”გარდა ამისა, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე შს სამინისტრომ პრევენციის მიზნით დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორციელება ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში. კონტროლი რიგ შემთხვევაში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 6 პირი, ასევე, დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები, ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები: 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი, 1124 ვაზნა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, მათ შორის ცივი იარაღის ტარების ფაქტი. საპოლიციო კონტროლი ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას”, - აცხადებენ სამინისტროში.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დაწყებული საპოლიციო კონტროლის მიზანს, დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს. როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, კონტროლი არის დროული.

„ჩვენ, როდესაც 2013 წელს დავიწყეთ მუშაობა "პოლიციის შესახებ" ახალ კანონზე, მკაცრად გაიწერა საპოლიციო კონტროლი, როგორც ღონისძება. ეს კონტროლი არის დეტალურად გაწერილი კანონში და შესაბამისად, პირველი მიზანი ამ საპოლიციო კონტროლის არის პრევენცია, შესაბამისად, მგონია, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები იყო დროული. ვიცით, რომ რიგ დანაშაულებებს ქონდა ადგილი, მათ შორის დიდი ტრაგედია, რაც უკავშირდებოდა ბავშვებს, ამიტომ, ვიდრე, რაიმე შედეგი დადგება, უნდა ჩაერთოს პოლიცია. მგონია, ეს საპოლიციო კონტროლი, რომელის გუშინ შსს–ს მინისტრმა დაანონსა, არის მნიშვნელოვანი და დროული. მივესალმები, თუ ასეთი ღონისძებები პერიოდულად ჩატარდება,“–განაცხადა სოფიო კილაძემ.


ნანახია: 4920-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, დილის 6 საათზე, საპოლიციო კონტროლი დაასრულა, რომლის მიზანი იყო დანაშაულის პრევენცია და
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1088 ფაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა და გაიხსნა სისხლის სამართლის 192 დანაშაული და
მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს გააჩნდეთ ინფორმაცია საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იქნება მომსახურეობის ცენტრი, რომელიც 50-მდე საპოლიციო სერვისს გააერთიანებს.

ამინდი