ხარაგაულის სოფელში გაზის გაყვანისას მრიცხველი გამოელიათ
თარიღი : 22-12-2017, 14:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის სოფელ ბაზალეთში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის ერთ-ერთ, დევდარიანების უბანში, სადაც 12 ოჯახი ცხოვრობს, გაზის გაყვანისას მრიცხველი გამოელიათ. მომხდარის შესახებ სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი წერს.
„უბანში, სადაც 12 ოჯახი ცხოვრობს, გაზის გაყვანისას მრიცხველი არ უნდა გამოგელიოს. რა ვიცი, თორმეტამდე თვლა კი უნდა იცოდე ადამიანმა. მთელი წელია მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობთ: იმ თვეში, ამ თვეში, თვის ბოლოს, თვის დასაწყიში და .. ახალ წლამდე უეჭველად ჩაირთვება გაზიოო... ალბათ 2019 წელს გულისხმობენ, თორე 2018-მდე რომ ვერ ასწრებენ, ვხედავთ ყველა,“ - ამბობს თეა ტალახაძე.
ბაზალეთის თემის მაჟორიტარი ვალერი ჭიპაშვილი კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს მიერ გაზიფიცირების სამუშაოების გაჭიანურების ფაქტს ადასტურებს. მაჟორიტარი აცხადებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას რამდენჯერმე მიმართა სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით.
„გვპირდებიან, რომ რომ მონტაჟს ახალ წლამდე დაასრულებენ. დევდარიანების უბანში სამუშაოების ნახევარი შესრულებულია,“ -ამბობს მაჟორიტარი.