Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ოპერა გახსნიდან 48 წლის იუბილეს აღნიშნავს

თარიღი : 22-12-2017, 12:08 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
27 დეკემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნიდან 48 წელი სრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით 19:00 საათზე, ოპერაში ჯუზეპე ვერდის ოპერის „რიგოლეტო“-ს პრემიერა გაიმართება. „რიგოლეტოს“ საპრემიერო დადგმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები - არმაზ დარაშვილი (მანტუას ჰერცოგი), სულხან გველესიანი (რიგოლეტო), გერმანიაში მოღვაწე ქუთაისელი სოპრანო მარიამ კუბლაშვილი (ჯილდა), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები კალისტრატე ხარჩილავა (სპარაფუჩილე), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), ბადრი ადამია (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი), რომელთაც პარტნიორობას გაუწევს თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.

დამდგმელი დირიჟორები არიან რევაზ ჯავახიშვილი და მაია გაჩეჩილაძე, თეატრის ახალი მთავარი მხატვარი - თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე.


ნანახია: 2567-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი თეატრის მოყვარულებს და არა მარტო მათ, მიმდინარე
საოპერო თეატრი ხვალ ვერდის ცნობილი ოპერის- 'ტარვიატას' განახლებულ ვერსიას წარმოადგენს.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი 4 აპრილს, 18 საათზე წარმოგიდგენთ რევაზ

ამინდი