Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ვასაძეს საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

თარიღი : 3-01-2014, 17:23 | კატეგორია: საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რაინდის წოდების შემდეგ, საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მას ეს ტიტული "ბრწყინვალე მეცენატობისთვის და ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის" ერგო.

განკარგულების ასლი, რომელიც ქალაქ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის 25 დეკემბერს გასცა, სოციალურ ქსელებში "საზოგადოება საჩხერელის" Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. Ambebi.ge გთავაზობთ განკარგულებაზე დართულ ტექსტს:


განკარგულება N158 ლევან ვასაძისათვის საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ

"საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 სექტემბრის N24-e დადგენილების საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. მიენიჭოს საჩხერის საპატიო მოქალაქის

წოდება ბატონ ლევან ვასაძეს, ბრწყინვალე მეცენატს და დიდ მამულიშვილს, ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის.

მუხლი 2. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე", - წერია დადგენილებაში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა ზაბახიძე აწერს ხელს.

საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ვასაძეს  საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა


ნანახია: 2580-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი საპატიოებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ გადასცა.
საჩხერის მუნიციპლიტეტი 2016, წინსვლა და აღმშენებლობა - ამ სათაურით საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბროშურა გამოსცა.
ბოლო პერიოდში საჩხერიდან 20–მდე ადამიანია გატაცებული

ამინდი