Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას გეგმავენ ქუთაისში არსებული ბარ-რესტორნები ახალი წლის ღამეს?

topnews.com.ge
ვინც ფიქრობს, სად და რა ვითარებაში გაატაროს ახალი წლის საღამო და აინტერესებს, რა პროგრამას სთავაზობს ქუთაისში არსებულ ბარ-რესტორნები და რესტორნები დაინტერესებულ საზოგადოებას, ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს აღნიშნულიმასალა თქვენთვისაა. გთავაზობთ ბარ-რესტორნებისა და რესტორნების საახალწლო პროგრამას:

პირველ იანვარს, ჯგუფი ¼ და ლინდა ადამია იმღერებენ ბარ-რესტორან „პაოლო“-ში.

„გაატარეთ დაუვიწყარი ახალი წელი „პაოლო“-ში! ლინდა ადამია და ჯგუფი ¼ ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი სიმღერებით. მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 555 55 21 24; 577 59 53 53“.

ქუთაისში მდებარე კიდევ ერთ ბარ-რესტორან „ალმანო“-ში 31 დეკემბრის ღამეს ჯგუფი „არა“ იმღერებს.

„გაატარეთ დაუვიწყარი ახალი წელი „ალმანო“-ში, ძალიან მაგარ ჯგუფ ,,არა" - სთან ერთად. 01:00 საათიდან, გელოდებით ყველას, ვისაც გსურთ ახალი წლის ღამე ჯადოსნურად გაატაროთ. დასაწყისი: 01:00 საათზე. მაგიდის რეზერვაცია: 595 09 78 65“.

„შეხვდით 2018 წელს რესტორან „ამირანში“. თქვენ ჩვენთან უამრავი სიურპრიზი გელოდებათ,“- ამგვვარი ტექსტით ეპატიჟება აუდიტორიას რესტორანი „ამირანი“, სადაც 2 იანვარს „კომედი შოუ“-ს გმირები ზოია და მარინა შოუ პროგრამას წარმოადგენენ.პროგრამა 19:00 საათიდან 01:00 საათამდე გრძელდება.

ახალი წლის ღამეს ბარ-რესტორან „პალატში“ ბენდი „მუზეუმი“ და გაგა ჩიხლაძე იმღერებენ.

„გაატარეთ ახალი წლის ჯადოსნური ღამე პალატში! ჩვენ შევძლებთ შევქმნათ ბედნიერი მომენტები! საღამოს მუსიკალური მასპინძელია ბენდი ,, მუზეუმი" და გაგა ჩიხლაძე.
დასაწყისი 1:00 საათზე. ერთი პერსონის ღირებულება 50 ლარი. რეზერვაციისთვის დარეკეთ: 0431 243380“.

ახალი წლის ღამეს ინდირა ჯგერენაია იმღერებს ვიპ კომპლექს „ბაგრატში“. კომპლექსი ახალი წლის შესახვედრად „ბაგრატში“ მისულ სტუმრებს სიურპრიზებს, საჩუქრებს და გათამაშებებს ჰპირდება. საღამო 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო მაგიდების რეზერვაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 593 340 034.

„31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს გიგი ადამაშვილი, ცოცხალი ბენდი, თოვლის ბაბუა, ფიფქია და სხვა მრავალი სიურპრიზი. მიიღეთ დიდი სიამოვნება, შეხვდით ახალ წელს რესტორან „გრანდ პალასში“. დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 45 45 32 დღის 2 საათიდან. 2 იანვარს ბედობის დღეს კი შეხვდით გიორგი ნაკაშიძესთან და ცოცხალ ბენდთან ერთად. დაიბედეთ სასიამოვნო მუსიკა და არაჩვეულებრივი გარემო“,- ამგვარია რესტორან „გრანდ პალასი“-ს საახალწლო შეთავაზება საზოგადოების მიმართ.

ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge ახალი წლის საღამოს და მთელი წლის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ!


ნანახია: 3106-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი ბარ–რესტორნებში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
ახალი წლის ღამეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.
გთავაზობთ ნუსხას იმის შესახებ, თუ რა სახის ქმედებები გვეკრძალება 31 დეკემბერს.
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება იმ შემსრულებლებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს ქუთაისელებისათვის იმღერებენ, საზოგადოების

ამინდი