Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში შვილიშვილი ბებიას და მამიდას სახლიდან აგდებს

თარიღი : 21-12-2017, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ოჯახურ დავას განიხილავს. საქმე ოჯახის წევრებს შორის ქონებასთან დაკავშირებულ დავას ეხება. საქმის მიხედვით, შვილიშვილი ბინიდან ბებიის და მამიდის გასახლებას ითხოვს. მათ ინტერესებს იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი ლევან ჭელიძე იცავს.

როგორც ადვოკატი ამბობს, ბებია და მამიდა წლების განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და საქართველოში ფულს აგზავნიდნენ. მათი გამოგზავნილი ფულით არის ნაყიდი ოთხოთახიანი ბინა, რომელიც სადაო გახდა.

"ამ ბინაში ყველას უნდა ეცხოვრა. როდესაც შვილიშვილი 18 წლის გახდა, დედამისმა ბინა მის სახელზე გადააფორმა, შვილიშვილმა კი შემდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ბინიდან იმ ადამიანების გასახლება მოითხოვა, ვისი შეძენილიც არის ეს ბინა. პარადოქსული საქმეა. აქ უფრო მეტად მორალის ამბავია. ბებია საწოლს არის მიჯაჭვული, გადაადგილება არ შეუძლია და ასეთი ადამიანის სახლიდან გაგდებას ითხოვს შვილიშვილი. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ დავას," - ამბობს ლევან ჭელიძე.


ნანახია: 7533-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საუბარია, ქუთაისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლზე.
ოჯახის წევრების გამოსახლების მსურველი ბებია კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ის ოჯახის წევრებს ვერ
ქუთაისში, რძლის მიერ საკუთარი სახლიდან გამოშვებული დედა-შვილი თავს საავადმყოფოს შენობას აფარებს.
მანანა და ჟენია ლაგვილავები ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებული სახლიდან 5 აპრილს გამოასახლეს. გამოსახლების პროცესში
ქუთაისის #38-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლალი მილორავამ საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ შესაძლოა
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მათ საქმის გამოსაძლიებლად და დამნაშავის სიხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ვადა მომავალ

ამინდი