Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დატოვებს თუ არა სკოლას პირველკლასელი მოსწავლის ცემაში ბრალდებული ქუთაისელი პედაგოგი, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

თარიღი : 20-12-2017, 18:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის #13 საჯარო სკოლის მასწავლებლის ქმედებას განათლების და მეცნიერების სამინისტროს დისციპლინარულ კომიტეტი სწავლობს. კომიტეტი იმსჯელებს იმის შესახებ, დატოვებს თუ არა მასწავლებელი თანამდებობას. სამინისტროს დისციპლინარული კომიტეტი მასწავლებლის ქმედების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილება სკოლას სამ კვირაში მიაწვდის.

განათლების სამინისტროსთან ერთად, საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა პირველკლასელ მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე დღის წინ მიაყენა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პირველი კლასის მასწავლებელს სკოლაში მუშაობის 38 - წლიანი სტაჟი აქვს და მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა. მისივე განცხადებით, მოსწავლე გაკვეთილის დროს ცელქობდა, მასწავლებელი მის კუთხეში დაყენებას ცდილობდა, რა დროსაც მოსწავლე მობრუნდა და დაზიანება მიიღო.

დირექტორის თქმით, მასწავლებელი ამ დროისთვის სკოლაში არ დადის და ბიულეტენით სარგებლობს.

ipn.ge


ნანახია: 1335-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ცნობილია, სახესა და ყელზე ფიზიკური დაზიანებები პირველი კლასის მოსწავლეს საკუთარმა პედაგოგმა მიაყენა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, შემთხვევა ისტორიის გაკვეთილზე მოხდა.
სკოლის პედაგოგის კარლო ჩაჩუას თქმით, 15 კმ-ს გადით ფეხით იმის გამო, რომ სკოლაში მივიდეს და სკოლის ერთადერთ მოსწავლეს ცოდნა მისცეს.
ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ ბულინგის შესაძლო ფაქტს განათლების სამინისტრო გამოეხმაურა.

ამინდი