ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგმა პირველკლასელს დაზიანებები მიაყენა

სამართალდამცავები ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში პედაგოგის მიერ მოსწავლის დაზიანების ფაქტს იძიებენ. როგორც ცნობილია, სახესა და ყელზე ფიზიკური დაზიანებები პირველი კლასის მოსწავლეს საკუთარმა პედაგოგმა მიაყენა.
მასწავლებელი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დასასრულს ბავშვები დაღლილები იყვნენ და ძალიან ხმაურობდნენ. მისი თქმით, ამ მიზეზის გამო სიტუაციის განმუხტვისთვის ერთ-ერთი პირველკლასელის კუთხეში დაყენება გადაწყვიტა. მისივე ინფორმაციით, ბავშვს ფიზიკური დაზიანებებიც სწორედ ამ დროს შეთხვევით მიაყენა. დასისხლიანებული ბავშვის დანახვისთანავე მანდატურმა ჯერ დირექტორს შეატყობინა, შემდეგ კი სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
პედაგოგი ამბობს, რომ ბავშვისთვის დაზინაებების მიყენება არ უფიქრია. მომხდარს განათლების სამინისტროშიც იკვლევენ.