Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მესხიშვილის თეატრი ქუთაისის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

თარიღი : 19-12-2017, 17:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ქალაქის მერიას ფინანსურ დახმარებას სთხოვს. თეატრალები ადგილობრივი ხელისუფლებისგან სადადგმო და საგასტროლო ხარჯების დაფინანსებას სთხოვენ.

როგორც თეატრის საამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე აცხადებს, მსახიობებს ხელფასს სახელმწიფო უხდის, თუმცა დაწესებულებას თანხა არ აქვს იმისათვის, რომ მსახიობებმა სპექტაკლები დადგან.

„გავაგზავნეთ მოთხოვნა მერიაში. ეს თანხა ისევ ქალაქში დარჩება და ქალაქს მოხმარდება. იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს,“ - ამბობს კოტე აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ თეატრს ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აქვს. კერძოდ, შენობაში ჩამოდის წყალი და გაუმართავია გათბობის სისტემა.


ნანახია: 2019-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 130-ე თეატრალური სეზონი გახსნა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწუფო დრამატულ თეატრსა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.
გამოფენა ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა.
ქუთაისის თეატრი თელაველი მაყურებლის წინაშე სამი სპექტაკლით წარდგება.

ამინდი