Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს რაიონის 8 სოფელში ერთდროულად მოხსნილი სოციალური დახმარებები - მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

თარიღი : 19-12-2017, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს რაიონის 8 სოფლის მოსახლეობას, რამდენიმე თვეა სოციალურ დახმარება ერთდროულად მოეხსნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალურ შემწეობას სხვადსხვა მიზეზით ვეღარ იღებენ, პროცესი კი მასშტაბურია. შესაბამისად, ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში უხდებათ.

"მაწვიმს, მათოვს. სახლი თავზე მენგრევა, სოციალური დახმარება კი რატომ მომიხსნეს ვერ გავიგე,"- ზინა მანაგაძე.

ჩვენ ცხოვრებას არსებობას თუ დავარქმევ. ლუკმა-პურის ფული რომ არ გექნება და დახმარებას მოგიხსნიან ამ საქციელს რა ჰქვია?!"-- გვითხრა აკაკი გელენიძემ.

წყალტუბოს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს პენსია გაუზარდეს, სამაგიეროდ კი სოციალური დახმარებები მოუხსნეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ შემცირების ნაცვლად სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი გაზრდილია.

"ის, რომ სოციალური დახმარებები მასობრივად მოიხსნა ამას ვერ დავადასტურებ. პირიქიტ გაზრდილია იმ რაოდენობის რაოდენობა, რომლებსაც სოციალური დახმარება დაენიშნა,"- ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე.


ნანახია: 2454-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოხუცი გაუსაძლის პირობებში და ავარიულ სახლში ცხოვრობს.
87 წლის ჟენია ჯიშკარიანს სოციალური შემწეობა სექტემბრის თვიდან აღუდგება და მას განაცდური თანხაც აუნაზღაურდება.
ამ ეტაპზე სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შორის მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახები ჭარბობენ.
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
'მეზობლის მანქანის გამო, ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახს დახმარება მოუხსნეს,' - ამგვარი სახელწოდებით მასალა საინფორმაციო სააგენტო

ამინდი