Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ სრული თავისუფლება მომცა მოადგილეების დანიშვნაში"

თარიღი : 3-01-2014, 16:53 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი მოადგილეების დამოუკიდებლად შერჩევის და დანიშვის გამო მადლობას პრემიერს უხდის.
მეფარიშვილის თქმით, მოადგილეების არჩევაში ის დამოუკიდებელი იყო და გადაწყვეტილება თავად მიიღო.
„ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ სრული თავისუფლება მომცა მოადგილეების დანიშვნმაში. უაღრესად პროფესიონალი მოადგილეები ავარჩიე, რომლებიც ხალხის სამსახურში იქნებიან,“- განაცხადა მეფარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის გუბერნატორმა მოადგილეებად: სალომე იობიძე, ალეკო იოსებაშვილი და დავით უშხვანი შეარჩია.
ცნობისთვის სალომე იობიძე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და ასევე ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტიც იყო.
ალეკო იოსებაშვილი ქალაქის მთავარი არქიტექტორი იყო, ბოლოს კი, საჯარო რეესტრში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა.
დავით უშხვანი, „სემეკის“ მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო.
შეგახსენებთ, რომ მხარის გუბერნატორები პრემიერმა 13 დეკემბერს აირჩია.


ნანახია: 2952-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამივე მათგანი წარმოშობით ქუთაისიდანაა და ამ დრომდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
პირველი ვიცე-გუბერნატორი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება და იქამდე შეასრულებს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორს არ
ამის შესახებ მეფარიშვილმა დღეს ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა.
ვიცე-გუბერნატორის თქმით, სამხარეო ადმინისტრაციაში პირველი პირების როტაცია ნორმალური პროცესია.
ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ახალი გუბერნატორები წარადგინა.
ქუთაისის მერმა მოადგილეების დანიშვნა დაიწყო.

ამინდი