ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილე მანქანის გარეშე დარჩა
თარიღი : 18-12-2017, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია საკრებულოს ავტოპარკის სიმწირეზე საუბრობს. მისი თქმით, საკრებულოს ბალანსზე არსებული ოთხი ავტომობილიდან ორი ამორტიზებულია.
"არ გვყავს მანქანების საკმარისი რაოდენობა. იმ ავტომობილით, რომელითაც მე მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის დროს გადავაადგილდებოდი, ახლა ჩემი მოადგილე, რამაზ ჩხიკვაძე გადაადგილდება. ჩემი მეორე მოადგილე ირაკლი შენგელია მანქანის გარეშეა დარჩენილი. ეცადა წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის დაქოქვას, მაგრამ არ დაიქოქა. სამი ადამიანი ორი მანქანით ვსარგებლობთ," - ამბობს ნიკა ლატარია.