Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერელ რეკორდმენს გამარჯვება იმერეთის მხარის პირველმა პირებმა მიულოცეს

თარიღი : 18-12-2017, 13:05 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მსოფლიო ჩემპიონსა და რეკორდსმენს ლაშა ტალახაძეს, გამარჯვება მშობლიურ მხარეში მიულოცეს. იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, ქართველ ძალოსანს საქართველოს სახელის ფარგლებს გარეთ გატანისთვის, ასევე, ღირსეული გამარჯვებისთვის, მადლობა გადაუხადეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონობაც მოიპოვა. სპორტალლ.გე ინფორმაციით, აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამის აწევით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

ატაცში აწეული 220 კილოგრამით ლაშა ტალახაძემ ამ მხრივაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინა მსოფლიო რეკორდიც(117 კგ.) ქართველ ძალოსანს ეკუთვნის.


ნანახია: 1345-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოა.
როგორც ძალოსნობის ფედერაციაში განაცხადეს, ტალახაძემ აკვრასა და ატაცში ჯამში 474 კგ ასწია და რიოს ოლიმპიურ ჩემპიონატზე, მის მიერვე
მძიმე წონოსნებში რიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორები, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე გამოვიდნენ.

ამინდი