Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

19 დეკემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

თარიღი : 16-12-2017, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
19 დეკემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში,ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში, დღეს და ხვალ მოსალოდნელია ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20–22მ იქნება.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12–19 გრადუსი, აღმოსვლეთ საქართველოს ბარში - 6–11 გრადუსი იქნება. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნისლია მოსალოდნელი.

18 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იწვიმოს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12–17 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 6–10 გრადუსი. 19 დეკემბერს კი, საქართველოში შედარებით აცივდება და იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

თბილისში 19 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8–11 გრადუსის ფარგლებში იქნება.

19 დეკემბრიდან კვირის ბოლომდე საქართველოში შედარებით ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.


ნანახია: 1620-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დასავლეთ
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში ხვალ ღამით -1:+4 გრადუსი იქნება.
8 იანვრის შემდეგ საქართველოში ამინდი შესაძლოა შეიცვალოს.