Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თუ გვთხოვს, გავაგრძელებთ მუშაობას,'- შეინარჩუნებენ თუ არა თანამდებობებს ქუთაისის ყოფილი მერის მრჩევლები?

თარიღი : 15-12-2017, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მრჩევლებს ხელშეკრულების ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებათ. კადრები, რომლებიც სამსახურში ქალაქის უკვე ყოფილმა მერმა შოთა მურღულიამ მიიღო, თავიანთ მუშაობას აფასებენ.

მერის მრჩევლების თქმით, ბევრი რამ გააკეთეს, თუმცა გასაკეთებელი კიდევ დარჩათ. მერის ერთ-ერთი მრჩეველი ზურაბ ხურციძე ამბობს, რომ მას ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ევალებოდა. ხურციძე მის დასამხურებად თვლის მერიასა და არასამთავრობოებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

მერის კიდევ ერთი მრჩეველი თეიმურაზ ლანჩავა აცხადებს, რომ ქალაქში ხელოვანების ჩართულობით და მათ სასიკეთოდ ბევრი ღონისძიება გაიმართა.

მერის ოთხივე მრჩეველი აცხადებს, რომ იმაზე მეტ სამუშაოს ასრულებდნენ, ვიდრე ანაზღაურება ჰქონდათ. რაც შეეხება კითხვას, აპირებენ თუ არა მუშაობას და ქუთაისის ახალი მერის, გიორგი ჭიღვარიასთვის რჩევების მიცემას, მრჩევლები აცხადებენ, რომ თუ ახალი მერის სურვილი იქნება, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მრჩევლების საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც მათ ხელშეკრულების ვადა ამოეწურებათ. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე კი გიორგი ჭიღვარიამ თავისი პოზიცია, რომ ბევრი მრჩველი არ სჭირდება, უკვე გააჟღერა.

"გიორგი ჭიღვარიას მრჩევლები არ გაუთავისუფლებია. ხუთივე მათგანს 31 დეკემბერს გასდის ხელშეკრულების ვადა. წინასწარ არაფერია ცნობილი. თვის ბოლოს გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია," - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.


ნანახია: 2172-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერს გიიორგი ჭიღვარიას სამი მრჩეველი ეყოლება.
მერის მრჩეველთა საბჭო კიდევ ერთი წევრით გაიზარდა და ის ჟურნალისტი მაია ყუფარაძე იქნება.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალი მოადგილეები წარადგინა.
ორშაბათიდან ქუთაისს მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ეყოლება. კოტე ლომიძეს, რომელიც ამ დრომდე ქალაქის ხელმძღვანელის ფუნქციას
როგორ აფასებთ ქუთაისის მერის შოთა მურღულიას საქმიანობას?,- აღნიშნული კითხვით საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge შეეცადა ქალაქის

ამინდი