Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისის მერიას გათავისუფლებული თანამშრომლების ვალი არ აქვს,'- მერიის განმარტება საია-ს კვლევაზე

თარიღი : 14-12-2017, 16:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"დღეის მდგომარეობით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია შრომითი დავების საფუძველზე შეუსრულებელი ვალდებულება,"-ამგვარად პასუხობენ ქუთაისის მერიის იურიდიულ სამსახურში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევას. კვლევის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხუთ სამინისტროს (შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს) დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა, ხოლო 4 თვითმმართველ ქალაქს (ქუთაისის მერია - 8, თბილისის მერია - 6, თბილისის საკრებულო - 5, ფოთის მერია - 5, რუსთავის მერია - 1) დაევალა ასევე 25 საჯარო მოხელის აღდგენა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროებმა და თვითმმართველმა ქალაქებმა სულ ჯამში განაცდურის სახით გადაიხადეს 652 269. სამინისტროებმა 27 საჯარო მოხელეს აუნაზღაურეს განაცდური - სულ 373 038 ლარის ოდენობით. თვითმმართველი ქალაქების მიერ საჯარო მოსამსახურეებისათვის გადახდილი განაცდურის ოდენობაა 279 231 ლარი.

"განვმარტავთ, რომ საქართველოს იურისტთა ასოციაციის მიერ მოცემული კვლევის ფარგლებში საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის ბოლოსთვის . ორგანიზაციების მიმართ ნაწარმოები შრომითი დავების თაობაზე. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადრესატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული მონაცემები შეეხება დავებს, რომლებიც ქალაქ ქუთაისის მერიის მიმართ ნაწარმოებია 2013-14 წლებში. გადაწყვეტილებები მოცემულ დავებთან დაკავშირებით შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამის პირთა ნაწილის აღდგენა იგივე ან ტოლფასს თანამდებობაზე. აღდგენილ პირთა ნაწილი ამ დროისათვის მუშაობს შესაბამის პოზიციებზე, ხოლო ნაწილმა საკუთარი ნებით დატოვა საკუთარი თანამდებობა.დღეის მდგომარეობით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია შრომითი დავების საფუძველზე შეუსრულებელი ვალდებულება,"-აცხადებენ ქუთაისის მერიის იურიდიულ სამსახურში.


ნანახია: 1650-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა დაევალა.
ზესტაფონის მერიას ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო.
კვლევის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიას ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი მმართველის სოსო გაბრიჩიძის
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი გიორგაძემ განაცხადა, რომ 2015-2016 წლებში
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება 40-მდე ბინის შეძენას გეგმავს.

ამინდი