Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასწორად გაკეთებული ჩიყვის ოპერაციის გამო, ქუთაისში ორ ექიმს საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერეს

თარიღი : 13-12-2017, 18:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ორ ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერა. სააგენტომ გადაწყვეტილება პაციენტის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

როგორც ირკვევა, მედიკოსებმა პაციენტს გასულ წელს ჩიყვის ოპერაცია არასწორად გაუკეთეს. კერძოდ, პაციენტს ოპერაციის გარდა, მკურნალობის კურსი და რადიოაქტიური იოდი არასწორად დაუნიშნეს. პაციენტმა კი ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარვეზები შემთხვევით აღმოაჩინა.

პაციენტის მიმართვის შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა დარღვევები და განცხადებაში მითითებულ ექიმთა საქმიანობა.

„სამედიცინო დოკუმენტაციის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამო, სააგენტოს მიერ პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა საკითხი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, ქირურგისა და ენდოკრინოლოგის პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ.

პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ენდოკრინოლოგს სახელმწიფო სერტიფიკატი შეუჩერდა ერთი თვით, ხოლო ქირურგს-ორი თვით,"-ნათქვამია სააგენტოს მიერ პაციენტისათვის მიწერილ პასუხში.


ნანახია: 2732-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ცნობით, 2017 წლის იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო სამედიცინო
როდესაც ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ, არც ისე ცოტაა. მხოლოდ ივლისში 3 ასეთი შემთხვევა გახმაურდა.
ექიმების გულგრილობა და სამედიცინო შეცდომები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში პაციენტთა დაღუპვის
როგორც პროექტში ვკითხულობთ, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის
სოციალურ ქსელში ბათუმში მცხოვრები ნათია ჩაგანავას ფოტოები გავრცელდა. 26 წლის გოგო დაახლოებით ერთი თვეა კომაშია.
ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ.

ამინდი