Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ხარაგაულში?-გუბერნატორის მონიტორინგი

თარიღი : 13-12-2017, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი განხორციელდა. შესრულებული სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერეს. სოფელ საქარიქედში უკვე დასრულდა 2 200 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 178 800 ლარს შეადგენს.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ კიცხში ამორტიზებული გზის შეკეთების პროცესი მიმდინარეობს, ლახუნდარაში კი ეკლესიასთან მისასვლელი 2 350 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტები ცენტრალური ბიუჯეტიდან 500 000–ზე მეტი ლარით დაფინანსდა.

აკადემიკოს ევგენი ხარაძის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მის სახლ – მუზეუმამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდა. ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს მომავალში აკადემიკოსის სახლ–მუზეუმის რეაბილიტაციაც იგეგმება. დღესვე, ევგენი ხარაძის შემოქმედება გაიხსენეს და ასევე, ნაწყვეტი წარმოადგინეს ლიტერატურული თეატრის სპექტაკლიდან „ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე“, რომელიც აკადემიკოსის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.


ნანახია: 1708-ჯერ

მსგავსი სიახლეები
3 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით
იმერეთის გუბერნატორმა ხარაგაულში შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა.
მუნიციპლაიტეტში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

ამინდი