Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში კულტურის სამსახურის გაუქმება იგეგმება?-'კულტურის სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით პირადი განცხადებების დაწერას აიძულებენ'

თარიღი : 13-12-2017, 13:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, დაგეგმილია მერიის კულტურის სამსახურის ლიკვიდიაცია.

"მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით პირადი განცხადებების დაწერას აიძულებენ, რასაც თანამშრომლები არ აკეთებენ. ამიტომ, მათი მოშორების მიზნით, კულტურის სამსახურის გაუქმება იგეგმება. სასურველ კადრებს კი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში გადაიყვანენ და იქ დაასაქმებენ," - განუცხადეს Topnews.com.ge-ს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში კულტურის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შემდეგი პასუხი აქვთ: "მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც თვის ბოლოს დასრულდება, თუმცა ამ ეტაპზე კულტურის სამსახურში ცვლილებები არ განიხილება".


ნანახია: 3291-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის პოზიცია ვაკანტურია.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე ჯუღელის წარდგენის საკითხი გადაწყვეტილია. ახალი უფროსის
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ცამციშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 29
მერიაში განმარტავენ, რომ განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება ჯერჯერობით უცნობია ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ
მთელი წლის მანძილზე კულტურის განყოფილებამ ასამდე პროექტი დააფინანსა.

ამინდი