ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პოლიციელის პროცესი გაიმართება

13 დეკემბერს 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ბაგრატ ჯანუაშვილის პროცესი გაიმართება. ბაგრატ ჯანუაშვილი ყოფილი პოლიციელია, რომელსაც ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ედება.
მის ინტერესებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თეთრი ხმაურის მოძრაობის ადვოკატი, გიორგი მახარაძე იცავს.
ჯანუაშვილს 11 დეკემბერს პროკურატურამ დამატებით წარუდგინა ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რაც 4 წლიდან 7 წლამდე თავისუფლებას ითვალისწინებს. ბრალდების შესახებ დადგენილების თანაზმად საქმე ეხება მიმდინარე წლის 4 აგვიატოს ეპიზოდს.
"დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურის ეს ქმედება განაპირობა ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის სისუსტემ და გადაწყვიტა თავის დაზღვევა მორიგი შეთითხნილი ბრალდებით. ბაგრატ ჯანუაშვილი ყოფილი სამართალდამცავია, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერება პოლიციელებმა ჩაუდეს. დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანაზმადაც ამოღებულ ნივთმტკიცებაზე ბაგრატ ჯანუაშვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ასევე, 13 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის შუამდგომლობაზე ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესახებ," - აცხადებენ "თეთრი ხმაურის" მოძრაობაში.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე, 13 დეკემბერს, 14;00 საათზე ადვოკატი ნათია ჩხეტიანი და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ადვოკატი გიორგი მახარაძე მედიისთვის სასამართლოსთან განცხადებას გააკეთებენ.