Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პარკინგსერვისი' ახლობლების და 'ქართული ოცნების' აქტივისტების დასაქმების ადგილი გახდა,-ქუთაისში პარკირების გადასახადის განახევრებას ითხოვენ

თარიღი : 12-12-2017, 12:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში პარკირების გადასახადის განახევრების ინიციატივით გამოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ გააკეთა.

”პარკირების გადასახადი მძიმე ტვირთად აწევს ქალაქის მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში პარკინგის საკითხის მოწესრიგება დაევალა არა კერძო კომპანიას, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, არამედ მუნიციპალიტეტის მიერ საგანგებოდ დაფუძნებულ კომპანიას, პარკინგის ადგილების გაზრდის და სხვა პრობლემების მიმართულებით არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები. უფრო მეტიც, ქუთაისში მივიღეთ „სითი პარკის“ ანალოგიური მოდელი იგივე ტარიფებით და მიდგომებით, რომელსაც ასე აკრიტიკებს როგორც მოსახლეობა, ისე ოპოზიციური პარტიები. პარკირების საფასური არ არის ქუთაისის მოსახლეობის შემოსავლების და პარკირების ადგილების რაოდენობის ადეკვატური," -ამბობს გიგა შუშანია.

მისივე თქმით, პარკირების მომსახურება ახლობლების დასაქმების ადგილი გახდა.

”სამწუხაროდ „პარკინგსერვისი“ გახდა ახლობლების და "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმების ადგილი, რომელთა ხელფასები და პრემიები ქუთაისელთა ჯიბიდან ამოღებული თანხით ფინანსდება. 2016 წელს “პარკინგსერვისმა“ ბიუჯეტში შესატანი საიჯარო ქირიდან, რომელიც 463 415 ლარს შეადგენს, მხოლოდ 100 000 ლარი შეიტანა. ხოლო ხელფასებსა და პრემიებზე 2016 წელს 320 000 ლარამდე დაიხარჯა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, განახევრდეს პარკირების საფასური. ამასთანავე დაიწყოს მუშაობა სტრატეგიაზე, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდება პარკირების ადგილების გაზრდის და ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის მკაფიო, დროში გაწერილი გეგმა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამასთანავე გამოთქვამს მზადყონას აქტიურად ჩაერთოს წარმოდგენილი ინიციატივის განხილვაში, რომლის განხორციელებაც ქუთაისელ ავტომფლობელებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას,"- ამბობს გიგა შუშანია.

კომპანია "პარკინგსერვისში" აცხადებენ, რომ ქუთაისში ყველაზე დაბალი ტარიფით ემსახურებიან მძღოლებს, შესაბამისად, პარკირების საფასურის განახევრებას კომპანია მიზანშეწონილად არ თვლის.

"პარკირების ერთი წლის ღირებულებას, 40 ლარს თუ გავყოფთ ერთ წელზე, დღეში პარკირების გადასახადი დაახლოებით ათ თეთრს შეადგენს. პარკირება ქუთაისში ახლა გაცილებით იაფია, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო,"-აცხადებენ "პარკინგსერვისში".

იზაბელ მოდებაძე


ნანახია: 1219-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პარკირების 272 ლოკაციაა, რაც დაახლოებით 3 000-მდე მანქანის პარკირების საშუალებას იძლევა.
მძღოლები მიიჩნევენ, რომ მათთვის დაწესებული პარკირების ყოველწლიური გადასახადი- 365 ლარი ძალიან ძვირია.
პარკირების ახალი სისტემით კი ქალაქის ბიუჯეტში 55 000 ლარის ნაცვლად 400 000 ლარი შევა. ავტოსადგომებისათვის ქალაქის მასშტაბით 100
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი გოგიტა გოგელაშვილი ქალაქში, მძღოლების მასიური დაჯარიმებების ფაქტებზე საუბრობს.
ქუთაისში, უფასო პარკირებასთან დაკავშირებით ქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების

ამინდი