Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ეს არ იქნება ჩვეულებრივი კონცერტი,'- 23 დეკემბერს ქუთაისს შავი პრინცი უმღერებს

თარიღი : 11-12-2017, 18:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
23 დეკემბერს ქუთაისში, ქუთაისელი მსმენელის წინაშე შავი პრინცი წარსდგება. მომღერლის საღამო კომპლექს "ბაგრატში" გაიმართება. ხელოვანის საღამოს გამოხმაურება მოჰყვა ფართო საზოგადოებაში. ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge მომავალ კონცერტთან და სამზადისთან დაკავშირებით ხელოვანს ესაუბრა.

მომღერლის თქმით, ქუთაისში დაგეგმილი კონცერტისათვის განსაკუთრებულად ემზადება, რადგან როგორც თავად ამბობს, ქუთაისელ მსმენელს განსხვავებული შეფასება უყვარს.

"ეს არ იქნება ჩვეულებრივი კონცერტი. იქნება ბევრი განსხვავებული რამ. კონცერტზე შევასრულებ ძველ და ახალ ჰიტებს. ვმუშაობ ორ ახალ სიმღერაზე, რომელიც მზად 18 დეკემბრისთვის იქნება. ჩემთან ერთად იქნება კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც პროგრამას შეავსებს, თუმცა ამას საიდუმლოდ დავტოვებ. განსაკუთრებულად ვემზადები კონცერტისათვის," - ამბობს ხელოვანი.

შავი პრინცის კონცერტზე დასასწრებად ადგილების დაჯავშნა უკვე დაწყებულია. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 577 201 066 ან 593 340 034. საღამო 20:00 საათზე დაიწყება.


ნანახია: 3439-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საღამოს კულმინაცია გრანდიოზული ფოიერვერკი იქნება.
მომღერლის კონცერტი 23 მაისს, ვანის ლ. გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში, 16:00 საათზე გაიმართება.
კონცერტზე დასწრების მსურველ პირებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ TKT.Ge-ზე და თამარ მეფის ნომერ 15-ში, ყვავილების სალონ 'Flowers

ამინდი