Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ თქვა უარი ქუთისის საკრებულოს თავმჯდომარემ წინამორბედის ავტომანქანაზე?

თარიღი : 11-12-2017, 15:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია საკრებულოში ავტოპარკის სიმწირეზე საუბრობს.

ლატარიას განცხადებით, მასა და მის ორ მოადგილეს ორი ავტომანქანა ემსახურებათ, რადგან როგორც განმარტავს, საკრებულოს ბალანსზე რიცხული ოთხი ავტომობილიდან ორი შეკეთებას საჭიროებს.

ავტოპარკთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარეს განმარტების გაკეთება მას შემდეგ მოუხდა, რაც ლატარია ახალი ავტომობილით სარგებლობაში დაადანაშაულეს. საქმე ეხება 20 000 ლარად შეფასებულ „ჰიუნდაი სონატა“-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს, რომელიც როგორც ლატარია ირწმუნება, ადგილობრივ ხელისუფლებას ერთ-ერთმა შპს-მ აჩუქა.

„ავტომობილი, რომლითაც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით დვალი გადაადგილდებოდა, გაფუჭებულია და შეკეთებას საჭიროებს. იმ ავტომობილით, რომლითაც მე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის დროს ვსარგებლობდი, ჩემი ერთ-ერთი მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე გადაადგილდება. ახალი ავტომობილი მე დამხვდა. საკრებულოს საკმარისი ავტოპარკი არ აქვს. ორ ავტომობილს სამი ადამიანი ვიყოფთ,“ -ამბობს ნიკა ლატარია.

ცნობისთვის, ავტომობილი, რომლითაც მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი გადაადგილდებოდა, საკრებულომ 2015 წელს შეიძინა და მისი შეძენა 18 000 ლარამდე დაჯდა. ახალი ავტომობილისათვის ლატარია დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარემ გია გოქაძემ გააკრიტიკა. გოქაძემ ლატარიას ავტომობილის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„შპს „მარსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც ვალდებულებას იღებდა, რომ 500 ლარს გადაიხდიდა ადგილობრივ ბიუჯეტში, დამატებით ის პირობა დაადებინეს, რომლის მიხედვითაც, კომპანიას უნდა ეჩუქნა 20 ათას ლარად შეფასებული ავტომანქანა ქუთაისის საკრებულოსთვის. ესაა ანომალია. ევროპულ და ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი რამ არ ხდება. ყველა კომპანია იხდის გადასახადს და მას აღარ სჭირდება საჩუქრის გაკეთება თვითმმართველობისათვის. მოვუწოდებ ლატარიას, უკან დააბრუნოს ავტომობილი," -ამბობს გია გოქაძე.


ნანახია: 4769-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია საკრებულოს ავტოპარკის სიმწირეზე საუბრობს.
ინფორმაციას ამის შესახებ არასამთვრობო ორგანიზაცია ავრცელებს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი მისი მოადგილის, ნიკოლოზ ლატარიას შემოსავლებთან და ლატარიას მევახშეობასთან
როგორ ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სათვის არის ცნობილი, კერძო კომპანიისათვის საფეხბურთო მოედნის გადაცემასთან
ნიკოლოზ ლატარია მეხუთე მოწვევის საკრებულოში საკრებულოს თავმდომარის, დავით დვალის მოადგილე იყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ქუთაისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ერთ თვეზე მეტია დარჩენილი,

ამინდი