უამინდობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გადაიდო
თარიღი : 11-12-2017, 14:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

უამინდობის გამო, შეფერხებით მუშაობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. აღნიშნული მიზეზით აეროპორტში ქუთაისი-ბერლინის რეისი გადაიდო.
როგორც მგზავრები აცხადებენ, მათთვის რეისის გაუქმების მიზეზი არავის აუხსნია. მათთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ თვითმფრინავი ბერლინიდან ვერ გამოფრინდა.
რაც შეეხება უამინდობის გამო გადადებულ სხვა რეისებს, აღნიშნულთან დაკავშირებით აეროპორტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს.
"მგზავრთა საყურადღებოდ! ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ლონდონი-ქუთაისი W66424 ლუტონის აეროპორტში უამინდობის გამო გადაიდო და შესრულდება დღეს 11 დეკემბერს.
ლონდონიდან გამოფრინდება 11:10 სთ-ზე (ლონდონის დროით), ქუთაისში ჩამოფრენის დრო - 20:15 სთ.
ცვლილება შეეხო სხვა რეისებსაც.
11 დეკემბერს 06:35 სთ-ზე დაგეგმილი ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი W66407 ქუთაისიდან გაფრინდება 16:30 სთ-ზე.
ბერლინში ჩაფრენის დრო - 17:40 სთ (ბერლინის დროით)
ბერლინიდან ბორტი გამოფრინდება 11 დეკემბერს 18:10 სთ-ზე (ბერლინის დროით). ქუთაისში ჩამოფრენის დრო - 12 დეკემბერი, 01:05 სთ.
ქუთაისი-მილანის რეისი W66411 ქუთაისიდან გაფრინდება 11 დეკემბერს, 20:45 სთ-ზე. მილანში ჩაფრენის დრო - 11 დეკემბერი, 22:10 სთ (მილანის დროით).
მილანიდან რეისი W66412 გამოფრინდება 11 დეკემბერს, 22:40 სთ-ზე (მილანის დროით). ქუთაისში რეისი ჩამოფრინდებაა 12 დეკემბერს, 05:45 სთ-ზე.
ვწუხვართ, უამინდობის გამო შექმნილი დაყოვნებისათვის და სასიამოვნო ფრენას გისურვებთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მდაუკავშირდეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურს : 0431 23 70 00; 0431 23 70 01," - ნათქვამია განცხადებაში.