Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერთა გადამზადება იწყება

თარიღი : 10-12-2017, 15:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერთა გადამზადება იწყება. პროექტს ქუთაისის ინტენსიური განათლების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაცია "სერვის პლუს ჯორჯიასთან" ერთად ახორციელებს.

"ხშირად გვიწევდა ქუთაისში ჩამოსვლა და სასტუმროებსა და რესტორნებში მომსახურე პერსონალის მხრიდან ვხვდებოდით შეუფერებელ ქცევებს, რაც დამაზიანებელია სასტუმროს თუ რესტორნის იმიჯისათვის. პროექტი, რომელიც პერსონალის დატრენინგებას ითვალისწინებს, საატუმროსა და თუ რესტორნის მომსახურების მაღალი კულტურის ჩამოყალიბებაზეა გათვლილი,"- ამბობს "სერვის პლუს ჯორჯიას" დამფუძნებელი ხატია მათიკოშვილი.

პროექტის ფარგლებში, სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერების გარდა, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირებიც გადამზადდებიან. ასევე, დაგეგმილია მობილური აპლიკაციის შექმნა, რომელიც სასტუმროს თუ რესტორნის დაჯავშნის სერვისს, ღირსშესანიშნავ ადგილებს და ონლაინ გიდს მოიცავს. აპლიკაცია პირველ ეტაპზე, პროექტში ჩართულ სასტუმროებსა და რესტორნებს საჩუქრად გადაეცემათ.

"ბოლო პერიოდში ქუთაისში გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქალაქის სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. პროექტი ექვსთვიანია. დიდი იყო პროექტით დაინტერესება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ პერიოდულად შევთავაზებთ სიახლეებს საზოგადოებას პროექტთან დაკავშირებით,"-ამბობს ქუთაისის ინტენსიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ლეკვეიშვილი.

პროექტის პრეზენტაციას სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენელთა გარდა, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილიც ესწრებოდა. ლილუაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ხელს შეუწყობს როგორც პროექტის განხორციელებას, ისე პროექტში ჩართულ სასტუმროებსა თუ რესტორნებს.


ნანახია: 2280-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცენტრში დასაქმებული 12 მასწავლებლის რიცხვი მომავალში 30–მდე გაიზრდება.
შეირჩევა თუ არა ალტერნატიული ადგილი მშენებლობისთვის და რა გეგმები აქვს კომპანიის ხელმძღვანელობას ქუთაისში? აღნიშნულ კითხვებზე
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბიუჯეტის
ქუთაისში ინტენსიური განათლების ცენტრი მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაიხსნა. ცენტრში სწავლის მსურველებს დამატებითი განათლების მიღება
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ანაზღაურება სამშებენლო სექტორშია, ყველაზე დაბალი - განათლების

ამინდი