Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს დაბადების დღეზე მესხიშვილის თეატრის მსახიობმა?

თარიღი : 6-12-2017, 21:49 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ამავე თეატრის მსახიობის, მესხიშვილის პრემიის ლაურეატის ენდი ძიძავას საიუბილეო საღამო გაიმართა.

იუბილარისვე ინიციატივით, თეატრის ისტორიული ფოიე მე-14 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის, გეგა სოფრომაძის ნახატების გამოფენას დაეთმო, რომლის პატრონაჟიც ენდი ძიძავას ეკუთვნის.

„აუცილებელია საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, ცნობილმა ადამიანებმა წახალისების კუთხით, პატარა ნიჭიერ ადამიანებს გვერდით დაუდგნენ. ვფიქრობ, პატარას ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ როდესაც უფროს თანამოაზრეს გვერდით დაინახავს, ის კიდევ უფრო მეტად დიდი ხდება. თუმცა ამ ბავშვის ნამუშევრებს თუ გადავხედავთ, ის უკვე საკმაოდ დიდია. სწორედ ამან გამაოგნა. მინდა,ქალაქს გავაცნო ეს ბავშვი. სიმბოლურად ჩავთვალე ჩემს იუბილეზე გამეკეთებინა გამოფენა. ამით ჩემს თავს გავუკეთე საჩუქარი,"-ამბობს ენდი ძიძავა.

გეგა სოფრომაძე საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE -სთან საუბრისას ამბობს, რომ დედა მას ძალიან დიდ დახმარებას უწევს განვითარებაში. გარდა ამისა, ის დიდ მადლობას უხდის ლევან გოგიტიძის სტუდიას მისი ნიჭის სწორად წარმართვისთვის და ენდი ძიძავას-დახმარებისთვის.

"დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ენდის, რომელმაც ოცნება ამისრულა,"-ამბობს გეგა.

როგორც პატარა მხატვარი განმარტავს, სამი წლის ასაკიდან უკვე ხატავდა და 100-ზე მეტი ნახატი აქვს.

”დედა მსოფლიო მხატვრებს მაცნობს და იქიდან ვიღებ შთაგონებას. ჩემი საყვარელი მხატვარია ნიკო ფიროსმანი. 100-ზე მეტი ნახატი მაქვს, რომელთაგანაც საყვარელი ნახატიც შევარჩიე და „უფალი მეფობს“ დავარქვი,"-გვეუბნება პატარა მხატვარი.

მსახიობმა ენდი ძიძავამ ნიჭიერი მხატვრის შემოქმედება შემთხვევით, სოციალური ქსელიდან გაიცნო და ინტერესი გამოიჩინა, რამაც პერსონალური გამოფენის ფორმა მიიღო.

იზაბელ მოდებაძე


ნანახია: 2775-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა.
სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა. მათგან სამი - ენდი ძიძავა, გიორგი შალამბერიძე და
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ნიჭიერი მხატვარი, 7 წლის გეგა სოფრომაძე მიიღო.
რეჟისორ გიორგი სიხარულიძის მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერა 2017 წლის 27 სექტემბერს შედგა.
მსახიობები ამბობენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ღირსეული პიროვნება უნდა იყოს.

ამინდი