Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

თარიღი : 6-12-2017, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონობაც მოიპოვა. სპორტალლ.გე ინფორმაციით, აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამის აწევით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

ატაცში აწეული 220 კილოგრამით ლაშა ტალახაძემ ამ მხრივაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინა მსოფლიო რეკორდიც(117 კგ.) ქართველ ძალოსანს ეკუთვნის.

მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ირანელმა საეიდ ალიჰუსეინმა, ხოლო ბრინჯაო ასევე ირანელმა ბეჰდად სალიმიკორდასიაბმა მოიპოვა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მანამდე ქალთა შორის 90 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო შოთა მიშველიძემ 62 კგ-ში ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ რევაზ დავითაძე (85) დარჩა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონს გამარჯვება იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ მიულოცა.

"გილოცავთ, ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენია! მიხარია, რომ მან კიდევ ერთხელ გაიტანა საქართველოს სახელი ფარგლებს გარეთ. ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ტრიუმფალურად დაასრულა. სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 477 კილოგრამი დაიმორჩილა.

მიხარია, რომ მსოფლიო დონის ფალავანი არის იმერეთიდან და ჩვენ ყველა მის ორთაბრძოლას განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ. ეს არის სპორტსმენი, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია გამარჯვებაზე. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ლაშას, მის ოჯახს, ახლობლებს და ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას. იმერეთი ამაყობს ლაშა ტალახაძის წარმატებებით. ლაშა ტალახაძემ, ჯამში მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი დაამყარა,"-ნათქვამია გუბერნატორის მილოცვაში.


ნანახია: 1897-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
როგორც ძალოსნობის ფედერაციაში განაცხადეს, ტალახაძემ აკვრასა და ატაცში ჯამში 474 კგ ასწია და რიოს ოლიმპიურ ჩემპიონატზე, მის მიერვე
მძიმე წონოსნებში რიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორები, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე გამოვიდნენ.

ამინდი