გასაიდუმლოებული წვეულება და სოლიდური საჩუქრები ქუთაისელი სტუდენტებისათვის

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებისთვის საახალწლო წვეულებას აანონსებს.
”თარიღს არ ვიტყვი. დაგეგმილია და გადაწყვეტილია. დაველოდოთ იმ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს გვერდზე დაიდება," -განაცხადა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ოკრიბელაშვილმა.
მისივე განმარტებით, წვეულებაზე იგეგმება რამდენიმე გათამაშება ფასიანი პრიზებით.
”წვეულებაზე იქნება რამდენიმე გათამაშება და ფასიანი საჩუქრები. ხაზს ვუსვამ, საკმაოდ სოლიდური საჩუქრები. სასიამოვნო და მხიარული საღამო იქნება სტუდენტებისთვის. დაშვება მოხდება კონტროლით, რაც გულისხმობს მსურველთათვის წინასწარ რეგისტრაციასა და ამობეჭდილი ბილეთების თან ქონას,"-ამბობს ოკრიბელაშვილი.
საახალწლო წვეულებაზე მონაწილეობის მიღება სტუდენტებს პირველიდან მეოთხე კურსის ჩათვლით შეეძლებათ.
"დაახლოებით ერთ კვირაში დეტალურად გეცოდინებათ საღამოს შესახებ,"-განმარტავს გიორგი ოკრიბელაშვილი.
იზაბელ მოდებაძე