Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თანაკლასელის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თარიღი : 5-12-2017, 18:10 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. 2 დეკემბერს, საღამოს საათებში, სოფელში თანაკლასელებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. კერძოდ, მკვლელობაში ბრალდებულმა გარდაცვლილს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სასამართლო სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა. ის აცხადებდა, რომ მკვლლეობის ფაქტს აღიარებდა, თუმცა იქვე განმარტავდა, რომ წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. კერძოდ, მისი თქმით, მან არ იცოდდა, რომ მისი თანაკლასელი 17 წლის იყო და სრულწლოვანი არ იყო.

ბრალდებულისათვის პატიმრობას შეფარდებას ითხოვდნენ პროკურორები. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა. საბოლოოდ, მოსამართლე ციცინო მოსიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქმეზე არსებითი განხილვა 2018 წლის 23 იანვარს ჩაინიშნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13 წლიდან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ნანახია: 2136-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, წყალტუბოს სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე
საქმეზე არსებითი განხილვა 20 სექტემბერს დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლიდან 5 წლამდე თავისუფლების
გიორგი იობიძის საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 8 აპრილს დაიწყება.
სასამართლო სხდომა კი ხმაურით დაიწყო. ხმაური სასამართლოს დარბაზში ლაშა ჯიხვაშვილის შემოყვანამ გამოიწვია. გარდაცვლილის ახლობლები

ამინდი