Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს სოფელში კლასელის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღირებს

თარიღი : 5-12-2017, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, წყალტუბოს სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. ბრალდებულის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტი ირაკლი შენგელია იცავს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. კერძოდ, ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა თუ გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო.

ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, შემთხვევა წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში, ორ დეკემბერს, საღამოს საათებში სასაფლაოზე მოხდა. გარდაცვლილი და მკვლეობაში ბრალდებული თანაკლასელები იყვნენ. მკვლელობა კი მათ შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.


ნანახია: 1147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13 წლიდან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გუშინ საღამოს კი სასაფლაოზე შელაპარაკება მოხდა,რის შედეგადაც გარდაცვლილი გულის არეში დაჭრეს. დაკავებული ასევე ოფშკვითის
ბრალდებული გიორგი ჩხეიძე ამ დროისთვის ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქალაქის საკრებულოს დეპუტატ ლაშა გვენეტაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.
ადვოკატის განცხადებით, წაყენებული ბრალი 7 წლიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შემთხვევის ადგილზე აცხადებენ, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეზობლები იყვნენ და ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.

ამინდი