Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რეორგანიზაციის მიზანს ქუთაისის მერიაში დასაქმებული ადამიანების გათავისუფლება არ უნდა წარმოადგენდეს"

თარიღი : 4-12-2017, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აკვირდება. ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი სანტურიანის თქმით, 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საჯარო მოხელეთა დაცვის კუთხით მყარი გარანტიები შექმნა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია ახალი მერის მიერ სამსახურის უფროსების პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლება.

ამ დროისათვის ქუთაისის მერიაში სამსახურების უფროსების ნაწილმა თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. კერძოდ, ვაკანტურია ზედამხედველობის, საბინაო, ეკონომიკური, ტრანსპორტის, საფინანსო სამსახურების უფროსების თანამდებობები.

"სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა პირადი განცხადებების საფუძველზე დაწერეს განცხადებები გათავისუფლების შესახებ. აქედან, დაკმაყოფილდა 5 განაცხადი, ხოლო ამ ეტაპზე, გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილებულა ადმინისტრაციული, კულტურის, სოციალურ საკითხთა და სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელი პირების განცხადებები,"- განმარტავს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ჯავახია.

მერიაში რეორგანიზაცია ქუთაისის ახალმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერიაში მოსვლის პირველივე დღეს დააანონსა. საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი თვლის, რომ რეორგანიზაცია მიზნად ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულთა გათავისუფლებას არ უნდა ისახავდეს.

„რეორგანიზაციის მიზანი თვითმმართველობაში დასაქმებულთა გათავისუფლება არ უნდა იყოს. კანონი საჯარო მოხელეთა დაცვის კუთხით, მყარ გარანტიებს აწესებს, ამიტომ, როგორც წესი, გათავისუფლებებს პირადი განცხადებები უძღვის წინ. რეორგანიზაციის შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია, მიზანი იყოს გათავისუფლება და საჯარო მოხელეებს მობილობის წესით, ძველ პოზიციასთან გათანაბრებული პოზიცია უნდა შესთავაზონ,“ - ამბობს გიორგი სანტურიანი.


ნანახია: 2852-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როდის მოხდება ვაკანტური ადგილების შევსება და ყოფილი მერის გუნდის რომელიმე წევრი შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას, ამ დროისათვის
რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილებზე მერიაში კონკურსი უკვე გამოცხადდა.
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება, თუმცა მერი ირწმუნება, რომ რეორგანიზაციის
ქუთაისის მერიას სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა. მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული სამსახურის
მერიაში განმარტავენ, რომ განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება ჯერჯერობით უცნობია ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ

ამინდი