Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს კომისიების ხელმძღვანელებს დავალებები მისცა

თარიღი : 4-12-2017, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედი კომისიების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, ეკონომიკისა და ქონების მართვის, საფინანსო საბიუჯეტო და განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების შემადგენლობა დამტკიცებულია.

საკრებულოს თავმჯდომარემ პირველი დავალება კომისიის ხელმძღვანელებს უკვე მისცა, რომ მოიწვიონ საორგანიზაციო სხდომა, დაგეგმონ მუშაობის მომავალი სტრატეგია და განსაზღვრონ კომისიის წევრთა ფუნქციები.

კონკრეტული დავალება კი უკვე მიიღო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ, რომელიც შეეხება დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალურ დახმარებასა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური დახმარების პროგრამაში მუხლობრივ ცვლილებას.

NS


ნანახია: 2056-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.
პოსტებზე არჩეული ყველა კანდიდატი საკრებულოს მმართველი ძალის წარმომადგენელია
კომისიები ოპოზიციის წარმომადგენლებითაც დაკომპლექტდა
დეპუტატებს შედგები ავთანდილ ოსეფაიშვილმა გააცნო
კაპანაძის თანამდებობიდან გაშვების არაოფიციალურ მიზეზად კი წყალტუბოს საკრებულოში შეცდომით გამოცხადებული კონკურსი სახელდება.

ამინდი