წყალტუბოში მოკლული სკოლის მოსწავლის ოჯახი მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოფშკვითში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭებს შორის კონფლიქტი ხშირი იყო.
მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი თანასოფლელები არიან.
გუშინ საღამოს მათ შორის სასაფლაოზე შელაპარაკება მოხდა,რის შედეგადაც გარდაცვლილი გულის არეში დაჭრეს.
გარდაცვლილის მეზობლები და ახლობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს სოფელში აღარ აცხოვრებენ.
დამნაშავე და გარდაცვლილი კლასელები იყვნენ. მოკლული სკოლის მოსწავლე დედისერთა იყო და დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).