Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

150,000-ე წარმატებული კონსულტაცია - ქუთაისში იურიდიული დახმარების სამსახურის იუბილე აღნიშნეს

თარიღი : 1-12-2017, 21:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ დღეს ქუთაისში გამართულ ცერემონიაზე იურიდიული დახმარების სამსახურის 10 წლის იუბილე აღნიშნეს და მოქალაქე დავით ჯანჯღავას - უფასო დახმარების რიგით 150 000-ე მიმღებს ეს ფაქტი მიულოცეს.

იურიდიული დახმარების სამსახური ფინანსურად და ინსტიტუციურად დამოუკიდებელია საქართველოს მთავრობისაგან და უშუალოდ პარლამენტის წინაშე არის ანგარიშვალდებული. ორგანიზაცია საქართველოს მოწყვლად მოსახლეობას უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმ, მელიტონ ბენიძემ ბოლო 10 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის მიღწევებზე ისაუბრა.

„იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი, მაღალპროფესიონალური და კლიენტზე ორიენტირებული ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხელმისაწვდომობა იზრდება და დღეისათვის ჩვენ მომსახურების გაწევა ხდება 12 ოფისისა და 7 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში. ჩვენ აგრეთვე ვთავაზობთ კონსულტაციებს ელექტრონულ რეჟიმში ჩვენი ვებ გვერდისა და Facebook გვერდის მეშვეობით, აგრეთვე ცხელი ხაზის დახმარებითაც“.- განაცხადე ბენიძემ


ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც 5 პირადი წარმატებული საქმის მაგალითზე აჩვენებს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილ ხელმისაწვდომ მომსახურებას. ასევე თბილისში მეტროსა და ავტობუსებზე განთავსებული იქნება ბილბორდები და ბანერები და აღინიშნება რეგიონული „იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტაციის დღე“ 4 დეკემბრიდან დაწყებული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური უმცირესობათა ჯგუფებში მოეწყობა ეგრეთწოდებული, „მობილური კონსულტაციები”.


ნანახია: 952-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული დახმარება გაფართოვდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მორიგი საქმე.
2015 წლის 1 აპრილიდან, იურიდიული დახმარების სამსახური უფასო საადვოკატო მომსახურებას უწევს ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე
პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვდა, რომ არასულწლოვან პრობაციონერ ლ.ყ.-ს პირობითი სასჯელი პატიმრობით შეცვლოდა და დაახლოებით 1

ამინდი