Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მასობრივ დათხოვნებს ადგილი არ ექნება,'- ქუთაისის მერი თანამშრომლებს 'ამშვიდებს'

თარიღი : 1-12-2017, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება, თუმცა მერი ირწმუნება, რომ რეორგანიზაციის პროცესში მასობრივ დათხოვნებს ადგილი არ ექნება.

„რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია. რა თქმა უნდა, პროცესი მტკივნებული არ იქნება, რადგან არ იგეგმება მასობრივი დათხოვნა. მიმდინარეობს სტრუქტურული ცვლილებები, რათა მერია მეტად მოქნილი იყოს. ცვლილებების მიზანი ყველა რგოლის ეფექტური მუშაობაა. კადრების გადახალისება პერიოდულად აუცილებელია. პროცესი ასევე გულისხმობს ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის, კერძოდ კი მოქალაქეთა ჩართულობისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას,"-განაცხადა ჭიღვარიამ.

მისივე თქმით, მერიაში სამსახურების რაოდენობა უცვლელი რჩება.

„სამსახურების რაოდენობა არ შეიცვლება, რადგან კანონი მოითხოვს იყოს 9 სამსახური,"-განმარტავს ჭიღვარია.

იზაბელ მოდებაძე


ნანახია: 1832-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
ამ დროისთვის ქალაქის მერიაში დასაქმებული 278 ადამიანი რჩება.
ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს 'საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია' აკვირდება.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერიაში დაანონსებულმა რეორგანიზაციამ ხმაური გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით,
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი პირველ მარტს დასრულდება.

ამინდი