ქუთაისის მერის მოადგილედ ხონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დაინიშნა
თარიღი : 1-12-2017, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალი მოადგილეები წარადგინა. ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება. ვიცე-მერის პოზიციაზე გიორგი ჭიღვარიამ გიორგი იობაშვილი წარადგინა. გიორგი იობაშვილი თვითმმართველობაში იყო დასაქმებული და ნიკეს ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა, ამასთან, ის პარტია“ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია. მერის მოადგილეები გახდნენ ასევე ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა.
ნინო თვალთვაძე არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალსა და ორგანიზაცია „LDI საქართველოს“.
იუზა უგულავა კი, ხონის გამგებლის მოადგილე იყო.
„მე მოვედი ჩემი გუნდით და მჯერა მათი ბიოგრაფიის, წარსულისა და პროფესიონალიზმის, ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავუკეთებთ ქალაქს“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
მერის სამივე მოადგილე მუშაობას უკვე შეუდგა.