Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს სასამართლომ 'არასასურველი' თანამშრომლის სამსახურში მიღება დაავალა

თარიღი : 30-11-2017, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მოქალაქემ სასამართლო დავა მოუგო.

ნონა ბაბუაძემ 2017 წელს ზესტაფონის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მან ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა, მათ შორის გასაუბრების ეტაპზეც საკონკურსო კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას, თუმცა რესურსცენტრის უფროსმა არ გაითვალისწინა კომისიის წევრების მოსაზრებები და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით რესურსცენტრის მთავარ სპეციალისტად სხვა პირი დანიშნა.

სასამართლოში ნონა ბაბუაძის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ს ქუთაისის ოფისის იურისტები იცავდნენ. ბაბუაძემ პროცესი მოიგო. ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მისი მთავარ სპეციალისტად დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება❗ დაევალა.



ნანახია: 3101-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მერიას ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო.
ქუთაისის რესურსცენტრის უფროსად ბადრი ვაშაკიძე დაინიშნა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზეა აღნიშნული,
როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ განუცხადა, გორგოძემ დირექტორის
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზეა აღნიშნული, გასაუბრების შედეგების გასაჩივრებისთვის რესურსცენტრის უფროსის

ამინდი