Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცხოვრება ყოველდღიური სესხით -სახელმწიფოს დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახი შიმშილს ებრძვის

თარიღი : 30-11-2017, 12:59 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები დარეჯან გუმბერიძე ერთადერთი შვილისა და საკუთარი თავის გამოკვებას ყოველდღიური სესხით ახერხებს. საკვების შეძენის გარდა, ბინის ქირისა და კომუნალური გადასახადების დაფარვაზეც უნდა იზრუნოს. როგორც ქალბატონი ამბობს, ყოველდღიური სესხი გააკეთა, თუმცა არ იცის, მის დაფარვას როგორ შეძლებს.

„აგვისტოში, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სოციალური შემწეობა შემიწყდა. მანამ 180 ლარი გვქონდა და ყველაფერზე ვანაწილებდით. მერე ვფიქრობდი, 120 ლარი როგორ გავანაწილო-თქვა და სად არის შენი ფული, მომიხსნეს. ყოველდღიური სესხი კი ავიღე, მაგრამ როგორ დავფარავ არ ვიცი და შიმშილთან შეგუებაც მომიწევს,“ - ამბობს დარეჯან გუმბერიძე.

ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ავადმყოფობის გამო, მუშაობა არც ერთს შეუძლია, თუმცა ისიც იციან, რომ თუნდაც მიზერული ანაზღაურების პირობებში დასაქმების შემთხვევაში, სოციალურ შემწეობას დაკარგავენ. ოჯახის მძიძე მდგომარეობაზე საუბრობენ დედა-შვილის მეზობლები, რომლებიც სახელმწიფოს გუმბერიძეებისათვის სოციალური შემწეობის დაუყოვნებლივ აღდგენისაკენ მოუწოდებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში გუმბერიძეების ოჯახისათვის სოციალური შემწეობის შეწყვეტის მიზეზებს განმარტავენ. ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ ოჯახმა დემოგრაფიული ცვლილების შესახებ სააგენტოს დროულად არ აცნობა. სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, აღუდგება თუ არა დახმარება მძიმე პირობებში მცხოვრებ დედა-შვილს.


ნანახია: 1643-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
იმის გამო, რომ საკვების შეძენას ვერ ახერხებს, შვილები სოფელში, ახლობელთან გაუშვა, თავად კი შეჩერებული შემწეობის აღსადგენად
ქუთაისში მცხოვრები ლელი მუშკუდიანი სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს
ქალბატონს სახელმწიფოს დახმარება მეექვსე თვეა არ მიუღია.

ამინდი