Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას სთავაზობს ადვოკატებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ჯანაშია?

თარიღი : 30-11-2017, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ოფისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ჯანაშია და მისი გუნდი სტუმრობდა.

ჯანაშიამ ადვოკატებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და იმ ძირითად პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ადვოკატების წინაშე დგას.

”ასოციაციაში უნდა შეიქმნას ადვოკატთა უფლებების დარღვევაზე რეაგირების მუდმივმოქმედი ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფის ფუნქცია იქნება ერთი მხრივ, ადვოკატთა უფლებების დარღვევაზე შემოსულ იმ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივი რეაგირება, რომელიც ითხოვს ასეთ ჩარევას, ხოლო მეორე მხრივ, ამ საქმეების შესწავლა და მონიტორინგი," -განმარტავს ჯანაშია.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ყურადღება ასევე გაამახვილა ადვოკატების კლიენტების კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე საცხოვრებელი ან ოფისის ფართის ან სხვა კერძოს საკუთრების ჩხრეკისას.

”ადვოკატისათვის მისი საცხოვრებელ სახლის ან მისი ოფისის ჩხრეკისას საჭიროა საპროცესო გარანტიების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას," -განაცხადა ჯანაშიამ.

შევედრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონული ოფისების შექმნასა და განვითარებაზე. ასევე, გამოცდილებისა და მოსაზრების გაზიარებაზე. ამასთან, რეგიონული ბიბლიოთეკების შექმნაზე. ადვოკატების თქმით კი, მნიშვნელოვანია ადვოკატთა სოლიდარობის ფონდის შექმნა. ფონდის მიზანი იქნება ადვოკატის დახმარება მისი ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის ან სხვა სოციალური პრობლემების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 9 დეკემბერს ეწურება. სწორედ ამ დღეს არის ჩანიშნული ახალი თავმჯდომარის არჩევნებიც. არჩევნებზე ირჩევენ როგორც თავმჯდომარეს, ისე აღმასრულებელი საბჭოს წევრებს, ეთიკის კომისიისა და სარეზერვო კომისიის წევრებს.

იზაბელ მოდებაძე


ნანახია: 1836-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მათი განცხადებით, 9 დეკემბერს გამართულმა არჩევნებმა გამარჯვებული უკვე გამოავლინა დავით ასათიანის სახით და მეორე ტურის ჩატარების
შეხვედრაზე ხატიაშვილმა ადვოკატებს ის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო, რომელსაც მისი არჩევის შემთხვევაში მომდევნო 4 წლის
ადვოკატების თქმით, ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით ხატიაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძლოა. ადვოკატები იმასაც
ადვოკატების განცხადებით, ზაზა ხატიაშვილი იცავდა ადვოკატ გიორგი ონიანს, და არა, როგორც დამნაშავე პიროვნებას.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ადვოკატების დევნამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რის გამოც,
მსგავსი კონფერენციები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში წელიწადში ერთხელ ტარდება.

ამინდი