Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მე სადაც ვიქნები, ყოველთვის ვიქნები ამ ქალაქის გულშემატკივარი,'- ქუთაისის მერი თანამშრომლებს დაემშვიდობა

თარიღი : 28-11-2017, 15:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მერმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა სამსახურების უფროსებს, მადლობა თანამშრომლებს. მე ვხედავდი, რომ მიზერული თანხებით მაქსიმუმს აკეთებდნენ. მადლობა საბინაო სამსახურს, რომელიც ყველაზე დიდი სამსახურია. ვცდილობდით ყველა ადამიანს დავხმარებოდით ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. გვეჩვენებინა, რომ მათ გვერდით ვიყავით. მადლობა საფინანსო სამსახურს, მადლობა ეკონომიკის სამსახურს, რომელმაც პრივატიზების რეკორდული მაჩვენებელი დადო, არავისთვის შეგვიშლია ხელი ინვესტიციის განხორციელების დროს. მადლობა არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურს, ასევე ადმინისტრაციას, რომლის მეშვეობითაც დაინერგა თანამედროვე სერვისები. მადლობა კულტურის სამსახურს. ეს არის სფერო, რომელზეც ყველა საუკუნეში დაობენ. შეუძლებელია, ყველას გემოვნებას მოარგო, მაგრამ ასეულობით კონცერტი ჩატარდა. მადლობა თეატრებს, რომლებიც მუდმივად მზად იყვნენ გვერდით დაგვდგომოდნენ. მე არ მრცხვენოდა სტუმრის მიღება, რადგან ვიცოდი, რაც ხვდებოდათ თეატრებში. მადლობა ტურიზმის სამსახურს. მე სადაც ვიქნები, ყოველთვის ვიქნები ამ ქალაქის გულშემატკივარი, როგორც ყოველთვის და შეიძლება სხვა პოზიციიდან მეტიც შევძლო," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბრიდან ქუთაისს ახალი მერი ეყოლება. შოთა მურღულიას აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭიღვარია შეცვლის.


ნანახია: 2037-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერმა ორგანიზაციას მადლობა ქალაქის საკრებულოს სხდომაზე გადაუხადა.
კუპატაძემ სპეციალური შეხვედრა გამართა, სადაც თანამშრომლებს სამსახურის უფროსები წარუდგინ
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
'ქართული ოცნების' მერობის კანდიდატი რუსთაველისა და კოსტავას ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.