Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დოლარის უკონტროლო მერყეობას შეწირული ქუთაისელი მოვაჭრეები და მიმართვა ხელისუფლებას-იზრუნეთ ხალხზე

თარიღი : 28-11-2017, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დოლარის ცვალებადობამ საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო კვირის განმავლობაში 0.02 ნიშნულით მოიმატა, რაც იმას ნიშნავს,რომ 1 აშშ დოლარის შეძენა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2.71 ლარად არის შესაძლებელი. ბუნებრივია, ლარის ამგვარი გაუფასურება აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და ვითარების შესაფასებლად ქუთაისის ბაზარში დასაქმებულ ადამიანებს მიმართა.ვაჭრების თქმით, დოლარის უკონტროლო მერყეობას ყველაზე მეტად ისინი ეწირებიან და დიდ ზარალსაც ნახულობენ.

„ჩვენ საზოგადოების ის ფენა ვართ, რომელიც დოლარის კურსის გამო, ყოველთვის ყველაზე მეტად ზარალდება,“-ამბობს მარინა კირკიტაძე.

ასეთივე განწყობაა სხვა მოვაჭრეებშიც.

„არა მგონია, რომელიმე ქვეყანაში იყოს ისეთი გაჭირვება, როგორიც ჩვეთანაა. ადამიანებს ფული აღარ აქვთ. ლარის გაუფასურებით გამოწვეულმა კრიზისმა თავი იჩინა ყველა ოჯახში. ყველაზე უარყოფითად აისახა ეს სიტუაცია. ამას ჩვენ ბაზარში შემოსული ადამიანების რაოდენობით ვხვდები,“-აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე ლია ლეშკაშელი.

ვაჭრების თქმით, ლარის გაუფასურებამ ავტომატურად გამოიწვია პროდუქტებზე ფასების ზრდაც, რაც თავის მხრივ, ბაზარში მყიდველის ნაკადის შემცირების ძირითადი მიზეზია.

„ჩვენ იძულებულნი ვხდებით, გარკვეულ პროდუქტებზე ფასები მოვუმატოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრს კარგავს ჩვენი აქ ყოფნა. კლიენტი კი ძვირ პროდუქციას არ ყიდულობს ან ძალიან მცირედს ყიდულობს, რადგან ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის. მთავრობამ რამე უნდა იღონოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. ასეთ ქვეყანაში წვალებას გვირჩევნია, ჩვენც გავიდეთ ქვეყნიდან ისევე, როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი,“-გვეუბნება მოვაჭრე ესაძე მადონა.

TOPNEWS.COM.GE –სთან საუბრისას მოვაჭრე ვალერიან მარგველაშვილი მთავრობას გააქტიურებასა და შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს.

„დოლარი თვალითაც არ მინახავს დიდი ხანია. მოსახლეობას უჭირს. ლარი წლებია უფასურდება. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ვეღარ ვვაჭრობთ. ხელისუფლებამ კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს ვითარების გამოსასწორებლად“.

იზაბელ მოდებაძე


ნანახია: 1816-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოში ეროვნული ვალუტა დღითიდღე უფასურდება. ლარის გაუფასურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ ქუთაისშიც.
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარს მიაღწია.
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები პროდუქტების ფასების ზრდასა და მყიდველთა რიცხვის შემცირებას უჩივიან.
საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და შესაბამისად ვალუტის კურსის გაუფასურება პირველ რიგში იმპორტირებული პროდუქციის

ამინდი