Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ფეხბურთელებმა 15 წლის შემდეგ დიდება დაუბრუნეს გუნდს,'- იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი 'ტორპედო'-ს ჩემპიონობას ულოცავენ

თარიღი : 26-11-2017, 20:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავენ.

„ქუთაისის ,,ტორპედოს“ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივარსა და ზოგადად ყველა ქუთაისელს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. 15 წლის შემდეგ ქუთაისის საფეხბურთო გუნდმა შეძლო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს არის შედეგი შრომისა და საკუთარი საქმის მიმართ სიყვარულის. მიხარია, რომ იმერეთის ეს მეტად მნიშვნელოვანი საფეხბურთო გუნდი ქვეყნის ჩემპიონია. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს და ვპირდები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ უკეთესი პირობები შევუქმნათ,“–აღნიშნავს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

,,ქუთაისის ,,ტორპედო"საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ჩემპიონია. ეს არის უდიდესი ზეიმი არა მხოლოდ სპორტის ქომაგებისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქალაქისთვის, ყველა ჭეშმარიტი ქუთაისელისთვის. გილოცავთ ამ დღეს. პირველ რიგში ვულოცავ ფეხბურთელებს. მათ შეუძლებელი შეძლეს. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, 15 წლის შემდეგ დიდება დაუბრუნეს გუნდს. სწორედ 15 წლის წინ ვფლობდით ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს, რა დროსაც, როგორც დღეს, ისე მაშინ, "ტორპედო"-მ "დინამო"-ს დამარცხება შეძლო. მწამს და მჯერა, ეს შედეგი სტიმული იქნება ,,ტორპედოს" შემდეგი წარმატებების,"-ნათქვამია ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებაში.


ნანახია: 1343-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 'ტორპედო' თბილისის 'დინამო'-ს დაუპირისპირდა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ტორპედოს ქალაქის მერია დააფინანსებს.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია საფეხბურთო კლუბ 'ტორპედოს' ჩემპიონობას ულოცავს.
მატჩზე მიმავალი გულშემატკივრები პოლიციამ გორში გააჩერა.
ორი გუნდი ერთმანეთს საქართველოს 29-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის პირველ ჯგუფურ სტადიაში ხვდება.
ქუთაისი „ტორპედოს“ 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამინდი