Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვინ უნდა იმღეროს ქუთაისელებისათვის ახალი წლის ღამეს,'- მერიის კულტურის განყოფილება გამოკითხვას ატარებს

თარიღი : 26-11-2017, 18:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება იმ შემსრულებლებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს ქუთაისელებისათვის იმღერებენ, საზოგადოების დახმარებით შეარჩევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განყოფილება განცხადებას ავრცელებს.

"ახლოვდება ყველაზე თბილი და კეთილი დღესასწაული-ახალი წელი! ახალი გეგმების, იმედებისა და სურვილების დრო, როდესაც ყველანი ვცდილობთ მხოლოდ პოზიტივზე ვიფიქროთ და ერთმანეთს კარგი განწყობა შევუქმნათ. როგორც წესი, ყველაზე ბევრ კითხვას იწვევს თემა: თუ ვინ უნდა იმღეროს ქუთაისელებისთვის ახალი წლის ღამეს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ თქვენი სურვილები და მოსაზრებები და ამიტომ გვინდა ერთგვარი გამოკითხვა გავაკეთოთ, თუ რომელი მუსიკალური ჯგუფის მოსმენას ისურვებდით ახალი წლის ღამეს," -ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუთაისელი შემსრულებლები ქალაქის მერიის კულტურის განყოფილებას იმაში ადანაშაულებენ, რომ მათ ახალი წლის ღამეს სიმღერის საშუალება არ ეძლევათ.


ნანახია: 2073-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გთავაზობთ ნუსხას იმის შესახებ, თუ რა სახის ქმედებები გვეკრძალება 31 დეკემბერს.
როგორც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, მოლპარაკებები სხვა მომღერლებთანაც მიმდინარეობდა, თუმცა თანხმობა მხოლოდ
ახალი წლის ღამეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.
წინასწარი დათვალიერებით ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტრო სადენები გახდა.
გამოძახებულთა უმრავლესობას ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობა ჰქონდა მიღებული.
მომღერლის თქმით, ქუთაისის მერიისგან განსხვავებით, კარგი წინადადება შესთავაზა ზესტაფონის მერიამ, რის გამოც ახალი წელ მან

ამინდი