Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართველი მომხმარებლისათვის რთულია შელახული უფლებების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება,'- საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ

თარიღი : 22-11-2017, 18:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტსა და მთავრობას მიმართავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ:

"საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში დაიწყო „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა. შეიქმნა წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი,რომელშიც ჩართულები იყვნენ საჯარო უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესის წარმომადგენლები და სპეციალისტები. კანონპროექტი უკვე 2013 წლის ბოლოსათვის იყო მზად, თუმცა, კომიტეტმა მისი ინიცირებამხოლოდ 2015 წელს შეძლო. 2016 წლის მარტში, კანონპროექტის პირველი მოსმენით, ერთხმად მიღების მიუხედავად, კომიტეტმა პროექტი გამოითხოვა, რაც მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობის შედეგი იყო. მას შემდეგ მიმდინარეობსკანონპროექტის დამუშავება, მაგრამ მისი ხელახალი განხილვა და მიღება დღემდე ვერ მოხერხდა.

მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმები ძალზე ჩამორჩება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს:

ქართველი მომხმარებლისათვის რთულია შელახული უფლებების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს გარდა, მთელ რიგ სფეროებში არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელსაც მომხმარებელმა შეიძლება დახმარებისათვის მიმართოს, მისი უფლებების შელახვის დროს.

საქართველოში გაყიდული პროდუქციის გარანტიის პირობები, ხშირ შემთხვევაში, უარესია პროდუქტის მწარმოებლის მიერ დაწესებულ პირობებზე.

მომხმარებელი არ არის დაცული ხელშეკრულების უსამართლო პირობებისაგან, შეცდომაში შეყვანისაგან და სხვა.

ზემოხსენებული კანონპროექტი, სწორედ ამ და სხვა პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას ისახავდა მიზნად. პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, გასული 5 წლის მანძილზე, თავისუფლად შეიძლებოდა კანონპროექტის დახვეწა და მიღება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას გამოავლინონ პოლიტიკური ნება და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობის გაჭიანურებული პროცესი დაასრულონ, საზოგადოებისაქტიური მონაწილეობის შენარჩუნებით.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მიიღოს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს დაეფუძნება," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1938-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„შეწყდეს სადიზმი ცხოველების მიმართ,“ - აღნიშნული სლოგანით დღეს, ცხოველთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ქუთაისის მერიასთან
არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი განცხადება სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლის
შშმ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ქუთაისის ერთ-ერთ მუზეუმში შემეცნებითი და გასართობი ტური გაიმართა.
სტუდენტებს ექნებათ საშუალება მიმართონ ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მათთან ერთად გადაჭრან სხვადასხვა სტუდენტური პრობლემა.

ამინდი