ქუთაისში მოქალაქეები გაუჩინარებულ ძეგლს ეძებენ
თარიღი : 21-11-2017, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ქალაქის კოლორიტების-"სამი ოთარის" ძეგლის კომპოზიციის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი დაიკარგა. კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ოთარ მამფორიას ძეგლი თაბაშირის იყო. ადგილობრიივ ხელისუფლების გადაწყვეტილებით კი, ძეგლის ბრინჯაოში ჩამოსხმა იგეგმება.
"არავის მოუპარავს ძეგლი. პირიქით, უკეთესი საქმე კეთდება, რამდენიმე დღეში დაიდგმება ბრინჯაოს ძეგლი," - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, სამი ოთარის ძეგლი საზოგადოების ყურადღების ქვეშ რამდენიმე წლის წინადაც მოექცა, როდესაც ძეგლის აღება და მის ადგილზე მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა. აღნიშნული ადგილობრივების პროტესტის შედეგად ჩაიშალა.